ქუთაისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქუთაისის მე-12-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სისხლის სამართლის საქმე გამოიძიეს.
იმიტირებული გამოძიების ფარგლებში, ახალგაზრდებმა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, ამოცნობა და დაკავება.
მე-12-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ექსპერტების საქმიანობას, კერძოდ, როგორ ხდება ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან კვლების აღება და მათი დამუშავება.
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს პროკურატურის სახელით სერთიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიება ქუთაისში პროექტ - ,,იმიტირებული გამოძიების“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია მოსწავლეების მიერ დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოების როლის გაცნობიერება, სამართლებრივი ცოდნის გაღრმავება და დანაშაულის პრევენცია.