შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ხუმრობას უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მის თვალთვალთან დაკაშირებით. მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტის ხუმრობა ჟურნალისტებმა სერიოზულად მიიღეს.
"არ მგონია ეს სერიოზული განცხადება იყოს. მე ვფიქრობ, უფრო ხუმრობა იყო, რომელიც სერიოზულად მიიღეს ჟურნალისტებმა. რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ამას და ვფიქრობ იურისტების კომენტარებიც კი არ სჭირდება იმას, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ქართული სპეც-სამსახურები, იმ სახით მოღვაწეობენ, როგორც ეს ბატონმა სააკაშვილმა აღნიშნა," - განმარტა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ მას აგენტები მიუჩინა, რომელთაგან ერთ-ერთი უცხოეთში დააკავეს.