საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ხმის დათვლის პროცესი გასულ ღამეს დაასრულა. როგორც დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, უმნიშვნელო ტექნიკური ხასიათის ხარვეზების მიუხედავად, კენჭისყრის მიმდინარეობის მსგავსად, ხმის დათვლის პროცედურები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა.
წინასწარი შედეგების მიხედვით სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნების“ კანდიდატი - მალხაზ ტორჩინავა - 49,16 % (470 ხმა)
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი - კაპიტონი ტორჩინავა - 23,54 % (225 ხმა)
„თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი ემალი ყურაშვილი - 17,78 % (170 ხმა)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - ხვიჩა სანაია - 9,52 % (91 ხმა)
ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში კი წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვასილ გაბისონიამ ხმების 57,02 % (410 ხმა) აიღო;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კობა ბულიამ - 42,42 % (305 ხმა);
ხოლო, „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ბაჩუკი ნარუშვილმა - 0,56 % (4 ხმა).
საბოლოო ოფიციალურ მონაცემებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებიდან 21 დღის ვადაში წარადგენს.