წეროვანის ქვედა დასახლებაში არხის გაწმენდა უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, წეროვანის ქვედა დასახლებაში წვიმების შედეგად რამდენიმე სახლი დატბორა, თუმცა სტიქიის წინა შემთხვევის შემდეგ გატარებულმა პრევენციულმა სამუშაოებმა მასშტაბები შეამცირა.
კობა სუბელიანი ასევე აცხადებს, რომ შესაბამისი სამუშაოების არ გატარების შემთხვევაში გაცილებით მეტი სახლი დატბორებოდა და ზარალიც მეტი იქნებოდა.