საქართველოში წვიმა დღესაც გაგრძელდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
ცენტრის ინფორმაციით, ნალექი ღამითაც შენარჩუნდება, ხოლო ხვალიდან შედარებით გამოიდარებს.
ამინდის კვლავ გაუარესება 27 აპრილიდან არის მოსალოდნელი
"ხვალ ნალექი არ არის მოსალოდნელი არც დასავლეთ საქართველოში, თუმცა 27 აპრილიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით, ამინდი კვალვ გაუარესდება", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში.