სოფელ დიღომში, კატარანთუბანში ხიდი ჩაინგრა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს' საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.
სამსახურის ცნობით, ხიდის ზუსტი ჩანგრევის მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ იგი გადაუღებელი წვიმების შედეგად დაზიანდა.
უშუალოდ თბილისში კი, წვიმას ჯერ-ჯერობით რაიმე სეროზული პრობლემები არ მოჰყოლია.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, გამოძახებები იყო აღმაშენებლის გამზირიდან, ნუცუბიძის და სხვა ქუჩებიდან, თუმცა, რაიმე სეროზული ზიანი არსად არ დაფიქსირებულა.