აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ჟენევის საავადმყოფოში მოათავსეს. სააგენტო Telegraph-ის ინფორმაციით, ჯონ კერიმ, საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ველოსიპედით სეირნობისას, ფეხი დაიზიანა, რის შემდეგაც ის ვერტმფრენით ჟენევის კლინიკაში გადაიყვანეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ჯონ კერის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის თავს კარგად გრძნობს.
კერი ჟენევის ჰოსპიტალში მოხვდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ფეხი დაიზიანა, როდესაც ველოსიპედით სეირნობდა. ინცინდენტი საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა, რის შემდეგაც ის ვერტმფრენით ჟენევის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკონკრეტებს რა გარემოებაში დაშავდა ჯონ კერი. მისი სპიკერის ინფორმაციით სახელმწიფო მდივანი თავს კარგად გრძნობს და მას მხოლოდ ფეხი აქვს ნატკენი.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შვეიცარიაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის ორშაბათს, მოლაპარაკებებზე ხელმოსაწერად, მადრიდში უნდა გაფრენილიყო.