მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას გამოეხმაურა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, თუ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ის ვერ შეძლებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.
"პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში შესაძლებელია, მხოლოდ ეწეოდეს საქართველოს მოქალაქე. უცხოელს ეკრძალება პოლიტიკური მოღვაწეობა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ა.შ. შესაბამისად, მან თუ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ის ვერ შეძლებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას", - თქვა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დღეს წარადგინეს.