დღეს, 24 აპრილს, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი კახეთში, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 აპრილს გამოიდარებს, თუმცა აპრილის ბოლომდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
ამინდის ცვალებადობას სამხრეთიდან დაბალი წნევის და ჩრდილოეთ კავკასიიდან ცივი მასების ურთიერთქმედება განაპირობეს.
დედაქალაქში 24-25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე, ხოლო კახეთში 14-16 გრადუსამდე გათბება.