დღეს, 24 აპრილს, 14:00 საათზე, მსოფლიოში ცნობილი საკალათბურთო ინსტრუქტორი მარვინ ჰარვი ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიას ეწვევა და ახალგაზრდა მოთამაშეებს ვარჯიშებს ჩაუტარებს.
მარვინ ჰარვის ამერიკის ქალაქ ტამპაში (ფლორიდის შტატი) აქვს საკუთარი საკალათბურთო "სროლის აკადემია". ჰარვი ითვლება მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ და ძლიერ სროლის სპეციალისტად.
მარვინ ჰარვის არაერთი წიგნი აქვს გამოცემული სროლის ხელოვნების შესახებ, ის ამზადებს ვიდეოსახელმძღვანელოებსაც იმათთვის, ვისაც გამართული სროლის სწავლა სურს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჰარვის აქვს უამრავი საკალათბურთო კემპი ჩატარებული, საქართველოში ის სერბეთიდან ჩამოდის, სადაც სროლის ინსტრუქტაჟი ჩაუტარა მწვრთნელ-მოთამაშეებს.
მარვინ ჰარვი "აკადემიის" დარბაზს ესტუმრება და როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის სროლის გაკვეთილებს ჩატარებს.