დღეს, 24 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართება. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, 2010-2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით "ღია კარის~ დღეს სპორტის ფაკულტეტი ატარებს.
ფაკულტეტი 2010-2011 სასწავლო წელს მიღებას აცხადებს ორ საბაკალავრო პროგრამაზე: ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი (მისაღები კონტინგენტი - 50) და გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობების მწვრთნელი (მისაღები კონტინგენტი - 100).
სასპორტო-საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე ჩასარიცხად აბიტურიენტი გადის სპორტულ ტურს, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ტარდება.
"ღია კარის~ დღეზე აბიტურიენტები სპორტულ ტურთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ.