დღეს, 24 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ფონდის "პირველი ნაბიჯი საქართველოს" მხარდასაჭერად საქველმოქმედო საღამო გაიმართება. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ფონდ "პირველი ნაბიჯი საქართველოს" მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია საქართველოს პირველი ლედის სანდრა-ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ტარდება. მასში ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი მიიღებს მონაწილეობას. საღამოს ორგანიზატორია HSBC ბანკი.
ღონისძიება პანტომიმის თეატრის წარმოდგენით გაიხსნება. შემდეგ სტუმრებს პირველი ლედი, ჯანდაცვის მინისტრი და "პირველი ნაბიჯის" დამფუძნებელი ნინო ქადაგიძე-ჟვანია მიესალმებიან.
საღამოზე ცნობილი მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრთა აუქციონი მოეწყობა. გაიყიდება ლატარიის ბილეთები და სხვადასხვა პრიზი გათამაშდება. საქველმოქმედო აქციაზე შემოსული თანხა "პირველი ნაბიჯის" დღის ცენტრის განვითარებას მოხმარდება.