დღეს, 24 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ევროპის სასკოლო ჩემპიონატში გამარჯვებულ მოსწავლეებს პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრებს.
ჩემპიონატი საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაიმართა. ევროპის ჩემპიონატი 4 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საპრიზო I, II და III ადგილები ქართველმა მოსწავლეებმა დაიკავეს.