დღეს, 24 აპრილს, 18:00 საათზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მინისტრის დალი ხომერიკის ინიციატივითა და ქალაქ ლინკოლნის ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკის ფულბრაიტის პროგრამის მკვლევარის, მაილს ბრაიანტის ხელშეწყობით, აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ლინკოლნის სკოლების პედაგოგებს შორის პირველი ქართულ-ამერიკული " skype კონფერენცია" გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, " skype -კონფერენციის" დროს ქართველ და ამერიკელ პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაციები გაცვალონ და საქართველოსა და ამერიკაში განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს გაეცნონ.
კონფერენციის პროცესში განხილულ იქნება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მოსწავლეთა შეფასება, მასწავლებელთა სერტიფიცირება, საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის უზრუნველყოფა, ეროვნული სასწავლო გეგმის გაცნობა, მასწავლებელთა მოტივირებისა და წახალისების ფორმები.