საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მტავრობის დღევანდელ სხდომაზე შენობის შეცვლა ან გარემონტება ითხოვა. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა ამ უწყებას არ შეესაბამება. ბერუჩაშვილი მიიჩნევს, რომ მისაღებია გადაწყვეტილება შენობის რეაბილიტაციის ან სხვა ალტერნატივის მოძებნის თაობაძე.
"ჩვენი შენობა დიდი ხანია ცნობილია, რომ ავარიულ მდგომარეობაშია. წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების დროს მართლაც ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, მაგრამ არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა დღეს არ არის შესაბამისი ამ უწყების. რეალურად ალბათ გადაწყვეტილება მისაღებია, ან უნდა მივხედოთ ამ შენობას, ან სხვა ალტერნატივა ვნახოთ, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ათონელის რეზიდენციის საკითხსაც შეეხნენ, რაზეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დასრულებულია.