საქართვეოს პრემიერმინისტრი იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულს საქართველოში კარგი ტურისტული სეზონი იქნება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღმიშნა, პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ექსპორტის კუთხითაც.
"პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ექსპორტის დინამიკაში, მაღალი ზრდის ტემპები შენარჩუნებულია სოფლის მეურნეობაში, გაზრდილია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი, რაც ტურისტების მზარდი რაოდენობის შედეგია. ველოდებით, რომ კარგი ტურისტული სეზონი გვექნება,"-განაცხადა ღარიბაშვილმა და ეკონომიკურ გუნდს მოუწოდა, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას.
პრემიერმა უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა.
,,უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.
გასული წლის განმავლობაში 33 100 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ აქედან 90% სწორედ კერძო სექტორზე მოდის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა