აჭარაში, ხულოს სამედიცინო დახმარების ცენტრიდან, სასწრაფო დახმარების ავტომანქანა გაიტაცეს.
,,ნაცმოძრაობის” ხულოს რაიონული ორგანიზაციის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრიდან 300 მეტრის მოშორებით გამტაცებელს ავტსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ გამტაცებელი უკვე გამოავლინა, რომელიც დანაშაულს აღიარებს, თუმცა, შესაძლო ფსიქიური პრობლემების გამო, ბრალს წაუყენებენ თუ არა ექსპერტიზის პასუხების შემდგე გახდება ცნობილი.