საბერძნეთში, ათენში ოლიმპიური ცეცხლი აინთო და საქართველოს გადაეცა. მანამდე კი "პანათინაიკოსის" სტადიონზე ცეცხლის ანთების ბერძნული რიტუალი გაიმართა.
ცეცხლი პირველ მეჩირაღდნეს, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულს ძიუდოში, ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა. ლაშა შავდათუაშვილმა ცეცხლი მეორე ქართველ მეჩირაღდნეს - მარიამ ბოლქვაძეს გადასცა.
ცეცხლის ანთებამდე, პანათინაიკოსის სტადიონზე საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნი შესრულდა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა და "თბილისი 2015"-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანი.
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში სპეციალური რეისით დღეს, 20:00 საათზე ჩამოვა.
ბათუმის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. ცეცხლი 67 მუნიციპალიტეტს მოივლის საქართველოს მასშტაბით. ცეცხლი ჩამოვა თბილისშიც და ოლიმპიადის დასრულებამდე ენთება.