ომარ სარიფს ალცგეიმერის დაავადება აქვს. ამის შესახებ ლეგენდარული მსახიობის შვილმა ტარეკ ელ-შარიფმა გაზეთ „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მას ახსოვს, რომ ცნობილი მსახიობია, მაგრამ აღარ ახსოვს, თუ რომელ ფილმებში აქვს ნათამაშევი. მაგალითად, „დოქტორ ჟივაგოში“ შესრულებულ როლს საერთოდ ვერ იხსენებს. როდესაც ხალხი ქუჩაში ცნობს, ძალიან უკვირს,“-აცხადებს უმცროსი შარიფი. ამჟამად მსახიობი 83 წლისაა.