ეროვნული ბანკის მიერ გაწეულ საქმიანობას ყველა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია დადებითად აფასებს. ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს. კანონმდებლების შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ უზრუნველყო ვალუტის სტაბილურობა.