დადასტურებული ინფორმაციით, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პარტიის წევრმა სერგო რატიანმა დაუდასტურა.
"ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, გოგა ხაჩიძე და პავლე კუბლაშვილი პარტიას ტოვებენ. მათ ამ დროისთვის პარტიისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ და ოფიციალურად მიმართვის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები", - განაცხადა რატიანმა ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისში.
მისივე თქმით, ძნელია გაუძლო ზეწოლას და ყველა ადამიანი თავის გზას პოულობს.
,,3 წლის განმავლობაში პარტიის მიმართ იყო სერიოზული ზეწოლები, ამ ზეწოლების გაძლება რთულია და როგორც ჩანს, ყველა ადამიანი თავის გზას პოულობს”, - აღნიშნა რატიანმა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" წევრები ამ წუთებში პარტიის ოფისში სათათბიროდ იკრიბებიან.