,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანი პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. როგორც მან ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა, დარწმუნებულია, რომ მცდარი იქნება ინფორმაცია ასევე, მისი თანაგუნდელების ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი მელაძესთან დაკავშირებითაც.
,,ჩემზე ნამდვილად გეტყვით რომ სისულელეა, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ სისულელეა ჯაფარიძესა და მელაძეზე გავრცელებული ინფორმაციაც” - განაცხადა დეპუტატმა.
მოგვიანებით კი, ,,ნაცონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პარტიაში მოხდება შეხვედრა და საკითხზე განცხადება ამის შემდეგ გაკეთდება.
"ერთადერთი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პარლამენტში მოსვლამდე სერგო რატიანი პარტიის ოფისში დავტოვე", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ მაჭავარიანმა.