ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღმავების იმედს გამოთქვამს.
„ძვირფასო კოლეგა, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებებს! ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ რწმენას, რომ თბილი ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და ესტონეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ,“–ნათქვამია მისალოც წერილში.