„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე რიგის სამიტის შედეგებს უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ექს-მინისტრმა გადაცემა «პირველი სტუდია»-ში აღნიშნა.
«ძალიან იმედგაცრუებული ვარ, და პირველ რიგში იმით, რომ საქართველოს მთავრობას ქონდა ბერკეტები და ეს ბერკეტები არ გამოიყება....მას ქონდა საშუალება შეესრულებინა ის გეგმა, რაც ქონდა მიცემული. ეს გეგმა არ შესრულდა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
«ჩვენ გვქონდა დიდი მოლოდინი სამიტისგან. ერთი იყო რატიფიკაციის პროცესის დამთავრების , რომელიც ასე თუ ისე კარგად წარიმართა , მაგრამ ორი ძალიან პრინციპული საკითხი იყო. ერთი იყო ევროპული პერსპექტივა და მეორე იყო სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოსახლეობისათვის. რაც შეეხება სავიზო რეჯიმს - ჩვენ გვითხრეს, რომ არ არის შესრულებული ტექნიკური მხარე“. - აღნიშნა ექს-მინისტრმა და დასძინა: „ეს არის საქართველოს მთავრობის დიდი ჩავარდნა“.