საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, ბევრი ფაქტორი არსებობს, რომელიც ხელს უშლიდა ევროკავშირის ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ამის შესახებ დეპუტატმა გადაცემა „20 30“-ში განაცხადა. ეკა ბესელიას ჩამონათვალში მოხვდნენ: პოლიტიკური კონტექსტი მთელს რეგიონში, მოკლე ვადები და „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები.
„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები სიხარულით ცას ეწევიან, თუ რაიმე ტიპის ჩვენი მარცხი იქნება საგარეო ფრონტზე. ევროპელი კოლეგები ამბობენ ხოლმე გაოცებით, რომ როგორ შეიძლება, რომ იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენლები საბოტაჟის რეჟიმში ქვეყნის გარეთაც მუშაობდნენ. მე ვახსენე ისინი ამ ჩამონათვალში, რომ გაჩვენოთ რამდენი ხელშემშლელი ფაქტორი არსებობდა“, - განაცხადა ბესელიამ.