საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილზე სასაუბროდ ვერ გამოიყენებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ექსპრეზიდენტის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
„ძალიან მეცოდება ბატონი სააკაშვილი. სააკაშვილი არის წარსული, დაივიწყეთ, ნუღარ ფიქრობთ და საუბრობთ მასზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მერკელთან, ლატვიის პრეზიდენტთან ან პრემიერთან ვისაუბრო სააკაშვილზე. ვინ არის სააკაშვილი, ის არის წარსული. მითუმეტეს, თუ გადმოცემაზეა საუბარი, ლატვიას არ შევაწუხებ, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია გავიყოლო. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მსურს, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მის არასერიოზულ განცხადებებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა უვიზო რეჟიმის მისაღებად. მისივე ინფორმაციით საქართველოს მტავრობა ლატვიის ხელისუფლებას მის დაკავებასა და ექსტრადიციას სთხოვდა.