საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 26 აპრილს თურქეთს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვაშაძე ოფიციალურ ვიზიტს 27 აპრილს დაიწყებს და მის ფარგლებში პირველ შეხვედრას თურქ კოლეგა ახმედ დავითოღლუსთან გამართავს.
იმ დღესვე გრიგოლ ვაშაძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდულახ გიული მიიღებს.
საუბარი საქართველო-თურქეთს შორის ამ დროისთვის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას შეეხება.
ვაშაძე თბილისში 28 აპრილს დაბრუნდება.