ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკომისიის დასკვნა საქართველოსა და უკრაინის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გახდება ცნობილი.
როგორც იუნკერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უვიზო მიმოსვლის დაწესებისთვის საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა.
"საქართველომ და უკრაინამ უკანასკნელ თვეებში უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს. მე ფაქტობრივად შემეძლო გადამეცა ორივე ქვეყნის დელეგაციისთვის ის პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. 15 დეკემბერს იქნება ევროკომისიის დასკვნა, - განაცხადა იუნკერმა და დასძინა, რომ უვიზო რეჟიმის მიღებას ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.