,,უკრაინამ და საქართველომ თავისი მოქმედებებით უნდა განსაზღვრონ, თუ როდის მოვა უვიზო მიმოსვლის დრო”, -განაცხადა რიგის სამიტის დასრულების შემდეგ გამრთულ პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს
პრეზიდენტმაDდონალდ ტუსკიმა.
მისივე განცხადებით, საქართველო და უკრაინა ლიდერები არიან ვიზალიბერალიზაციის პროცესში.
,,რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით, რომლებიც გახლავთ ლიდერები იმისთვის, რომ მიაღწიონ მიზანს იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. Eეს საბოლოოდ მაინც დამოკიდებული იქნება უკრაინასა და საქართველოზე”, _განაცხადა ტუსკმა.
მისივე განცხადებით, სამიტზე ხაზი გაესვა ევროკავშირის ერთგულებას პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.
შეგახსენებთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი 2017 წელს გაიმართება.