„საქართველო და უკრაინა ევროპაში უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ“, - ამ ლოზუნგით მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რიგაში. ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, აქციას ქართველი და უკრაინელი არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რიგის სამიტმა აუცილებელია დააფიქსიროს საქართველოსა და უკრაინის მიმართ უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერა.
„პრეზიდენტი პოროშენკო მოვიდა ჩვენთან და მადლობა გადაგვიხადა მხარდაჭერისთვის საქართველო და უკრაინა იმსახურებს უვიზო მიმოსვლას,“ - აცხადებს აქციის უკრაინელი მონაწილე.
„ჩვენ გვინდა გაიგონონ ჩვენი ხმა, ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპის ნაწილი. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მათგან ესეთი დაპირება. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არ შეიძლება ასე გაჭიანურდეს", - აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები.