ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ ურთიერთობა და თანამშრომლობა თითოეულ პარტნიორთან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც და პარტნიორებისთვისაც. როგორც რიგის სამიტის დაწყებამდე მან განაცხადა, თუ იქნება დადებითი ანგარიში, წლის ბოლოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება და ეს დეკლარაციაშიც არის აღნიშნული.
"ურთიერთობა და თანამშრომლობა თითოეულ პარტნიორთან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და მათთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავებული არიან ერთმანეთისგან. საქართველოზე რომ ვილაპარაკო, მაშინ კომენტარი სხვებზეც უნდა გავაკეთო. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს კარგი დღეა ევროკავშირისთვისაც და ჩვენი ექვსივე პარტნიორისთვის," - ფედერიკა მოგერინიმ.
რაც შეეხება ევროპულ პერსპექტივას, მისი თქმით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. ,,თუ გადავხედავთ ბოლო თვეებში როგორ იმუშავეს ჩვენმა პარტნიორებმა, შედეგი კარგია, მაგრამ ახლა პრიორიტეტული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება და პირობების შესრულებაა,“ - განმარტა იოჰანეს ჰანმა.