გასულ კვირას აღმოსავლეთ უკრაინაში დაკავებულმა ორმა სამხედრომ აღიარა, რომ ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრები არიან. ამის შესახებ მათ ეუთო-ს დამკვირვებლებს განუცხადეს, დაკავებული სამხედროები კიევში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან, სადაც ისინი გუშინ ეუთო-ს წარმომადგენლებმა დაკითხეს.
"ისინი შეიარაღებულები იყვნენ, თუმცა არ ჰქონდათ თავდასხმის ბრძანება. ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ მას თავისი სამხედრო ნაწილიდან უკრაინაში წასვლის ბრძანება ჰქონდა. ამასთან მათ განაცხადეს, რომ არც ერთი რუსი სამხედრო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში არ ერთვება", - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების წარმომადგენელმა.
კიევი და დასავლეთი ამტკიცებს, რომ დონბასის ტერიტორიაზე ასობით რუსი სამხედროა, რომლებიც პრორუს მებრძოლებს ეხმარებიან, აღნიშნულ ბრალდებებს მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.