ლატვიის პრემიერ-მინისტრის ლაიმდოტა სტრაუიუმას განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლოა, მომავალ წელს შეძლონ. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წლის ბოლომდე საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს
,,საქართველოსთვის კარგი ამბავი გვაქვს ის, რომ დეკლარაციაში ჩაიწერება შემდეგი: კომისია წლის ბოლოს წარადგენს ახალ ანგარიშს და თუ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდება საქართველოს მომავ წელს ექნება უვიზო მიმოსვლა”,- განაცხადა ლატვიის პრემიერმა რიგაში ჟურნალისტებთაა საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მიმდინარეობს, სადაც უნდა გაირკვეს როფის შეძლებს საქართველო უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებთან.