საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ არ გააკეთა საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს მომავალში უვიზო მიმოსვლა ჰქონოდათ.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში, სადაც ხალხი მშიერია, იმ ქვეყანას არავინ არსად არ მიიღებენ.
„ჩვენ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებამდე მივაგორეთ როგორც ურემი, მაგრამ ახლა ინერცია აღარ აქვს და იმის იქით ვეღარ მიგორავს. კიდევ უნდა მიაწვეს ვიღაც. ეს მთავრობა იმის მაგივრად, რომ იქით მიაწვეს, ჩამჯდარია შიგნით და ერთ ადგილს ტკეპნის ევროინტეგრაციას. ჩვენ ქვეყანაში, სადაც ხალხი მშიერია, იმ ქვეყანას არავინ არსად არ მიიღებს, ყველას ეშინია რომ ყველა გაცვივდება უცხოეთში. ყველამ უკვე იცის, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები. პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ციხეში სხედან მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერები არიან, უნდა გაუშვა, სხვანაირად არაფერი კარგი არ გამოვა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რიგაში ჟურნალისტებთან საუბრისას.