ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პრეს-რელიზი, საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც მას თან ახლდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.
ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა გერმანიის მარშალის ფონდში, სადაც ევროპის სამეზობლოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაეთმო. აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობა დიფერენციაციის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა თითოეული პარტნიორის მისწრაფებებსა და განვითარების დონეს უნდა ითვალისწინებდეს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული განვითარების წინაპირობაა.
ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, ბერლინის ოპერის თეატრში გამართულ საოპერო წარმოდგენას