,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოში, ყველა სფეროში სტაგნაციაა და ამ სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანა მხოლოდ მის პოლიტიკურ ძალას შეუძლია. როგორც მან ,,არტარეას” ეთერში სტუმრობისას განაცხადა, მომავალ არჩევნებზე მთავარი არა პერსონალიებია, არამედ პოლიტიკური ძალები იქნება რეალისტური შეთავაზაბებით.
,,შემდეგი არჩევნებისთვის მთავარი პერსონალიები არ იქნება, მთავარი იქნება ის თუ რომელი პოლიტიკური ძალა რეალისტურად შესთავაზებს ხალხს ამ ჭაობიდან გამოყვანას, სიტუაცია მართლა ჭაობს გავს ყველაფერი გაჩერებულია, სტაგნაციაა. ძველი პოლიტიკური ძალის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილს ნდობა კვლავ დაკარგული აქვს, მმართველი პოლიტიკური ძალის ნდობა რომ 24% ეს მრავლისმეტყველია, ამიტომ ალტერნატიული პოლიტიკური ძალა იქნება ის, რომელიც შეძლებს ამ ცვლილების განხორციელებას და ამ ძალად მე თავისუფალ დემოკრატებს ვთვლი,”- აღნიშნა ალასანიამ.