რიგის სამიტის წინ ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურებს საგანგებო წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მხარი დაუჭირონ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას. ღია მიმართავს ხელს აწერს 95 ევროპარლამენტარი.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მკაფიო ვადები უნდა განსაზღვროს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად.