თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებით მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ხიდაშელმა განაცხადა ის, რის მისაღწევადაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, საქართველოს მთავრობამ 6 თვეში გააკეთა.
„დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური დეკლარაციის ბოლო ვერსიაა, არის ძალიან იმედისმომცემი. განწყობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენ ველოდებით, რომ დასკვნა, ბუნებრივია, ვერ იქნება იმისგან განსხვავებული, რაც იყო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულების შესახებ, რომელმაც ყველას მოლოდინს გადააჭარბა. ის, რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ რიგის სამიტი 21-22 მაისს გაიმართება.