ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით, განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე პარლამენტში იმსჯელებენ. რომელიც 27 მაისისს აღინიშნება.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ისაუბრებს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ პროექტებსა და სტუმრად მოწვეული ქართული დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობაზე.
კომიტეტის სხდომა თბილისში არსებულ პარლამენტის შენობაში 15:00 საათზე გაიმართება.