დღეს, 23 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ასოციაციის მიერ მომზადებულ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
საარჩევნო გარემოს მონიტორინგს საია დედაქალაქსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში აწარმოებს. საერთო ჯამში განხორციელებული მონიტორინგი თბილისსა და საქართველოს 36 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მისია დაფინანსებულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ.