ევროპის საბჭოსთვის საქართველოში არსებული კონფლიქტები მთავარ საკითხად რჩება და მნიშვნელოვანია, ოკუპირებული ტეროტორიების სახით ე.წ. შავი ხვრელები არ არსებობდეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. ტორბიორნ იაგლანდი სიტყვით ევროპის საბჭოს მინისტერიალზე გამოვიდა, რომელიც ბრიუსელში გაიმართა. მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა დარღევევის ფაქტებზე ისაუბრა.