ქართული დელეგაცია მალტაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღე საკმაოდ დატვირთულია. საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე დღეს თავის კოლეგას შეხვდება, რის შემდეგაც განცხადებები ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდება. დღის განმავლობში დავით უსფაშვილს შეხვედრები აქვს დაგეგმილი მალტის ენერგეტიკის მინისტრსა და ტურიზმის დეპარტამეტნის ხელმძღვანელთან. ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა მალტის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს.