თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს ბიძინა გიორგობიანს „ყასაბი“ უწოდა. ეს განცხადება გადაცემა „არჩევანში“ გაჟღერდა.
„გამწვანების ინფრასტრუქრტურა საერთოდ მოშლილია. მილიონი ხეები იჩეხება, ხეებს ასე პირდაპირ ჩეხავენ. ბიძინა გიორგობიანი გამწვანების ყასაბია, გარემოს დამცველი კი არა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
გარდა ამისა საკრებოლუს წევრმა მკაცრად გააკრიტიკა მერიის საქმიანობა ყველა მიმართულებით: „ავტობუსები საერთოდ ჩამოიფშვნა, გზები კი უარესდება“.
ამასთანავე ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ერთადერთ წარმატებას თბილისის მერიამ სოციალური დახმარებების კუთხით მიაღწია.