გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ის "მწვანე ალტერნატივისა" და ,,ღია საზოგადოება-საქართველოს" კვლევის შედეგებს შეისწავლის. მინისტრი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
,,მე შევთავაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ფორმატი შევცვალოთ და დიალოგისთვის მოვიწვიეთ ისინი სამინისტროში და ახლაც მზად ვარ მიუხედავად იმისა, ისინი ინებებენ თუ არა ჩვენთან ამ ფორმის კომუნიკაციას", - განაცხადა აგულაშვილმა.
"მწვანე ალტერნატივამ" და ფონდმა ,,ღია საზოგადოება-საქართველომ" კვლევის ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც გარემოსდაცვით სფეროში არსებულ ელიტურ კორუფციას ეხება.
კვლევის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს განხილულ სექტორებში გასატარებელი ღონისძიებების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.