თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აუცილებელი არაა მასშტაბური აღლუმის ჩატარება, თუმცა ღონისძიებაში სამხედრო კომპონენტი აუცილებლად უნდა იყოს.
,,მთავარია დამოუკიდებლობის დღე აღინიშნოს და აუცილებელია სამხედრო კომპონენტი იყოს, რადგან ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, საკუთარი თავის დემონსტრირება საზოგადოების წინაშე შეძლონ. არ არის აუცილებელი იყოს დიდი აღლუმი, მაგრამ სამხედრო კომპონენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უნდა ჰქონდეს', -აცხადებს ალასანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სამინისტროების პროექტები, ასევე გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა.