საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
იუვალ ფუქსმა ირაკლი ღარიბაშვილს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ–მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წერილი გადასცა.
„დიდი მადლობა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 67 წლისთავის მოლოცვისთვის. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ თქვენთან მჭიდრო ურთიერთობას, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ მეგობრობა და თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის,“– ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გამოგზავნილ წერილში.