,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დაკავებული იყოს ახალი სამუშაო ადგილების, საწარმოების შექმნით, მხოლოდ ნაგვის გატანითაა დაკავებული. ამის შესახებ, მაჭავარიანმა თბილისის იუსტიციის სახლიდან 15 ტონა სამშენებლო ნაგვის გატანის კომენტირებისას განაცხადა.
,,ეს ხელისუფლება მოვიდა იუსტიციის სახლების ნგრევის იდეით. Nნაცვლად იმისა, რომ უნიათო მთავრობა საუბრობდეს ახალ საწარმოებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე, მან მხოლოდ სამი წლის თავზე აღმოაჩინა სამშენებლო ნარჩენები იმ შენობაში, რომელიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. სამარცხვინოა, რომ დღეს ხელისუფლება სწორედ ამით არის დაკავებული და არა სამუშაო ადგილების შექმნით და ეკონომიკის გამყარებით,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
იუსტიციის სახლის სახურავიდან 15 ტონა სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი განცხადებით, ეს იყო ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ქმედება და შესაძლოა ეს ფაქტი ყოფილი მარალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად იქცეს.