ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის განცხადებით, ბილო დროს საქართველომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. როგორც ფიშერმა ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმზე განაცხადა, საქართველოს ევროპული კურსი აქვს და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს.
,,თქვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ თქვენს რეგიონსა და უფრო კონკრეტულად თქვენს ქვეყანაზე. საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული ინტერესი და ევროკავშირი ძალიან ბევრ შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ”, _განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, ავსტრია დაინტერესებულია გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები.
შეგახსენებთ, რომ ,,თბილისი მარიოტში” ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმი იმართება.