აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, პრემიერი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი კი, მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაში, ასევე მონაწილეობას მიიღებს იმ შეხვედრაში, რომელსაც ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი დაესწრება.
რიგის სამიტი 21-22 მაისს გაიმართება.