,,რიგის სამიტზე გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებითად შეფასდება”, _ განაცხადა საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესლიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ქართული მხარისთვის ამ ეტაპზე უცნობი რა ჩაიწერა, ან რა ჩაიწერება რიგის სამიტის დეკლარაციაში.
,,ჩვენ, ჯერჯერობით, არ ვიცით რიგის დეკლარაციის ტექსტი, რა ჩაიწერა დეკლარაციაში, ან რა ჩაიწერება, იქამდე ჯერ კიდევ დროა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ის ფაზები, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან დღემდე გავიარეთ იქნება დადებითად შეფასებული”, -განაცახდა კერესელიძემ.
რიგის სამიტი 21-22 მაისს გაიმართება.